Tuesday, 15 June 2010

საოცარი არსებები

1. პროექტის სახელი – თაფლი
2. პროექტის მოკლე აღწერა – მოსწავლეები ინფორმაციას და იკვლევენ თაფლის გამოყენების პერსპექტივებს სხვადასხვა სფეროში.კვების პროდუქტებში, მედიცინაში, კოსმეტიკაში, რელიგიაში. მოსწავლეებს შეუძლიათ გადაიღონ ფოტოები და განათავსონ საიტზე.
3. პროექტის სრული აღწერა – პროექტში მონაწილე ბავშვები იკვლევენ და მუშაობენ შემდეგ საკითხებზე:რამდენად სასარგებლოა თაფლი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. რა კავშირშია ბიბლიასთან. მოსწავლეები აგროვებენ საჭირო მასალას, როგორც ინტერნეტის საშუალებით, ასევე უფროსების გამოკითხვით, შეაგროვებენ როგორც კულინარულ, ასევე კოსმეტიკურ რეცეპტებს თაფლის გამოყენებით. მოსწავლეები შექმნიან და განათავსებენ ინტერნეტში.
4. მონაწილეთა ასაკი – 9–12 წ.
5. ვადები/ხანგრძლივობა: ზაფხულის არდადეგები.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში და კლასის გარეთ: შესაბამისი ლიტერატურის და ინფორმაციის მოძიება,ვებ–გვერდების გაკეთება, ტექსტების კითხვა, წერა და წარდგენა, ინტერვიუების გაკეთება, სურათების გადაღება, ბლოგების შექმნა. ერთმანეთის ნამუშევრების შეფასება.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,მალამოები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაიუმჯიბესებენ ცოდნას, შეისწავლიან რა თაფლის ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე, ლიტერატურაში – მითოლოგიაში მოიძიებენ რა მასალას თაფლზე. თანამედროვე ტექნოლოგიებში გაეცნობიან ინფორმაციას, შექმნიან ვებ–ბლოგებს. მოძიებული რეცეპტების მიხედვით მოამზადებენ კერძებს და შეაფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს.
8. სარგებელი სხვებისთვის: პროექტის შედეგების (ბლოგები, ფოტოები) გაცნობა იმ ადამიანებისათვის, ვინც არ არის ჩართული პროექტში. ეს პროექტი საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ პირს გაეცნოს მრავალფეროვან ინფორმაციას თაფლის შესახებ და გამოიყენოს პროექტის მონაწილეების მიერ შემოთავაზებული რეცეპტები.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირებული ბოტანიკასთან, მითოლოგიასთან, ხელოვნებასთან. პროექტი საშუალებას აძლევს პედაგოგს დააკავშიროს არჩეული ღონისძიებები კონკრეტულ საგანთან ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგის მისაღწევად. ეროვნული სასწავლო გეგმის ელექტრონული ვარიანტია:www. ganatleba.org.
11. პროექტის ფასილიტატორის სახელი:
დარიკო მესხიძე – 94–ე საჯარო სკოლის პედაგოგი.
12. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:dmesxidze94@gmail.com
13.დარიკო მესხიძე, 94–ე სკოლა